გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან – მათ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.
კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო და, მათი დახმარებით, 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 მილიონ 944 ათასი დოლარის და მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.