ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ბრალი დაუმძიმდა.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, მიქაუტაძეს არა 3 მილიონის, არამედ 8 მილიონ 400 ათასის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს – წარდგენილი ბრალდება 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.