გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს.

მას ოთხი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები