პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის ძებნილი, ეგვიპტის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის ძებნილი, 2002 წელს დაბადებული, ეგვიპტის მოქალაქე დ.ე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

უწყების ცნობით, დ.ე. თავის საცხოვრებელ სახლში გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა.  დ.ე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  2025 წლის 25 აგვისტოდან იძებნებოდა.

“სამართალდამცველების მიერ დაკავებული დ.ე. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები