პროკურატურამ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 76,444 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს (ფუძე), რომელიც დააფასოვეს და ნაწილი ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს.

“ხოლო ნაწილს ინახავდნენ პირადად, საცხოვრებელ სახლში და ავტომანქანაში.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად და განთავსებული ლოკაციებიდან ამოიღეს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები