საგამოძიებო სამსახურში ავსტრალიის თანამეგობრობის ფედერალური პოლიციის დეტექტივთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა – მიხეილ მაღლაკელიძემ, ავსტრალიის თანამეგობრობის ფედერალური პოლიციის დეტექტივთან, თურქეთის რესპუბლიკაში კელ მანსფილდთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და კოლეგა სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სტუმარს გააცნო საგამოძიებო სამსახურის მანდატი. მიხეილ მაღლაკელიძემ, ყურადღება გაამახვილა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. თავის მხრივ, ავსტრალიის თანამეგობრობის ფედერალური პოლიციის დეტექტივმა, კელ მანსფილდმა, ისაუბრა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის მასშტაბებზე, დაყადაღებული აქტივების მართვის, კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემების გამოვლენასა და გამოძიებაში ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ პროფესიული თანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს და შეთანხმდნენ საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაო ფორმატში კომუნიკაციის გაგრძელებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები