“დასტურდება, რომ “ნანუკას ფონდის” ბიუჯეტით არის შეძენილი აქციის მსვლელობის დროს გამოყენებული სხვადასხვა ნივთი, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული” – პროკურორი

“გამოძიების ფარგლებში დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და, სწორედ აქედან გამომდინარე, “ნანუკას ფონდს” და მის წარმომადგენლებს დაესვათ კითხვები”, – ამის შესახებ პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი აცხადებს.

კერძოდ, როგორც პროკურორი განმარტავს, დასტურდება, რომ “ნანუკას ფონდის” ბიუჯეტით არის შეძენილი აქციის მსვლელობის დროს გამოყენებული სხვადასხვა ნივთი, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული.

“მათ შორის, პიროტექნიკა. ვინაიდან,  მოწმეს ჰქონდა შეხება ნანუკას ფონდთან, მას დაესვა კითხვები ამ საკითხზე, თუმცა ის აცხადებდა, რომ არანაირი შეხება არ გააჩნია “ნანუკას ფონდთან”, არის მხოლოდ პროდიუსერი. რა თქმა უნდა, საქმეზე გამოძიება გრძელდება და მათ შორის, ეს საკითხიც გადამოწმებული იქნება გამოძიების მიერ,” – აცხადებს პროკურორი.

სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების გამოკითხვები გრძელდება.

დღეს “ნანუკას ფონდის” წარმომადგენელი, ზურა მახარაშვილი დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები