არსებული ინფორმაციით, კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში მამაკაცმა ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
ადგილზე სამართალდამცველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ჯგუფები არიან მობილიზებულნი.
ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია.