საქართველოს უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი სასამართლოს შენობაში ბომბის შესახებ შეტყობინება გახდა.
როგორც ,,კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, სუს-ი არსებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებს.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოშიც გამოცხადდა ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე სასამართლოს შენობაში ბომბის შესახებ შეტყობინებას შეეხებოდა.