ვაჟა სირაძის ინფორმაციით, „ჰოლიდეი ინნში“ სავარაუდო გასროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სავარაუდო გასროლის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

“შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. გამოვცხადდით ადგილზე და მოხდა ნომერში ღონისძიების ჩატარება. აღნიშნული პირი დაკავებულია.
სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, რომ გაიგეს სავარაუდოდ გასროლის ხმა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება”, – განაცხადა სირაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები