ზაზა შათირიშვილი – გერმანიაში პოლიტიკოსების გარდაცვალებაზე: ეს სკანდალი მაგალითია იმისა, თუ რა ემართება „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება აცნობიერებს, რომ, მართული პოლიტიკოსების გარდა, მათ ქვეყანაში მოიძებნებიან ლიდერები და პარტია, რომელიც საკუთარი სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის იბრძვის
ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც საუბარია გერმანიაში 16 პოლიტიკოსის გარდაცვალებაზე, რომელთა შორის შვიდი – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიაში იყო.
შათირიშვილის განცხადებით, ეს სკანდალი იმის უნიკალური მაგალითია, თუ რა ემართება „დიფ სთიეთის“ მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწყებს და აცნობიერებს, რომ მათ ქვეყანაში, მართული პოლიტიკოსების გარდა, მოიძებნებიან ლიდერები, რომლებიც საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტისთვის იბრძვის.
„რეალურად, გერმანიაში მომხდარი ეს სკანდალი უნიკალური მაგალითია იმისა, თუ რა ემართება „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწყებს და აცნობიერებს, რომ მართული პოლიტიკოსების გარდა, მათ ქვეყანაში მოიძებნებიან ლიდერები და პარტია, რომელიც საკუთარი სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის იბრძვის და ერთი მხრივ „დიფ სთეითს“, მეორე მხრივ კი „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებად თანამემამულეებს უპირისპირდება.
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, თითქოს შეუძლებელი შეძლო და ამ უთანასწორო ბრძოლაში მოსახლეობის 20%-ზე მეტის მხარდაჭერა დაიმსახურა და პრაქტიკულად, მთავარ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი, რადგან „დიფ სთეითს“ გერმანიაში, ყველა სტრუქტურაში, თუ ზოგადად – იდეოლოგიაში იმდენად ღრმად აქვს ფესვი გადგმული, რომ ქვეყანაში ყველაფერს არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა განაგებს.
„ალტერნატივამ გერმანიისთვის“ ეს მოახერხა იმ გერმანიაში, რომელსაც, როგორც ვხედავთ, სუვერენიტეტი სრულად აქვს დაკარგული, სადაც ადამიანები რისკავენ სამუშაო ადგილებს, თუ ღიად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს გენდერული იდეოლოგიის, ან მასობრივი მიგრაციის საკითხებზე. ანუ, თუკი იტყვი, რომ ტრადიციულ ოჯახის მომხრე ხარ, ან თუ მასობრივ მიგრაციას ეწინააღმდეგები, სამუშაოს დაკარგავ”, – წერს ზაზა შათირიშვილი.