დავით მათიკაშვილი – ავტომობილების იმპორტის ახალ რეგულაციებზე: ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება ჩვენი შვილების ჯანმრთელ გარემოს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახელმწიფოს როლია, რომ ხელი შეუწყოს გარემო პირობების გაჯანსაღებას.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა მსგავს მოცემულობაში აქტიურად ჩაერთოს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმას, რომ გარემო პირობები გაჯანსაღდეს. ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება ჩვენი შვილების ჯანმრთელ გარემოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები