ირაკლი ქადაგიშვილი – გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის კონსპირაციულ შეხვედრაზე: ის, რომ ელჩის სახლში არის შეხვედრა, უკვე ნიშნავს, რომ რაღაც უფრო პრივატულია, ვიდრე საელჩოში შეხვედრა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ ეკა გიგაურისა და გერმანიის ელჩის ფარულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„ის, რომ ელჩის სახლში არის ხოლმე შეხვედრა, უკვე ნიშნავს რომ რაღაც უფრო პრივატულია, ვიდრე საელჩოში შეხვედრა, რომელსაც ოფიციალური სახე უფრო აქვს. ჩვენ დაახლოებით ვიცით, რაზეც არის საუბარი – როგორ მოიძებნოს საქართველოში, პოლიტიკაში კანონის გვერდის ავლით ფულის შემოტანის საკითხი, ან როგორ მოხდეს მორიგი ესკალაციის წახალისება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.