მაკრონის თქმით, ახლა უკრაინაში ჯარების გაგზავნა შეცდომა იქნება, რადგან ევროპას დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულებენ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ, რადგან ის კვლავ აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას და მოლაპარაკებების გადადებას, ამავდროულად ცდილობს უკრაინისგან სხვადასხვა დათმობების მიღებას.
მაკრონის თქმით, ახლა ჯარების გაგზავნა შეცდომა იქნება, რადგან ევროპას დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულებენ, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. გარდა ამისა, ამ საკითხზე ევროპული პასუხი, სავარაუდოდ, დანაწევრებული იქნება.
ამიტომ, მისივე თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს „აშშ-თან ხელახლა თანამშრომლობაზე, იმის შეფასებაზე… რომ აღარ არის ადგილი სანდო მოკლევადიანი მოლაპარაკებებისთვის და დამატებითი სანქციების დაწესებაზე“ რუსეთისთვის. გარდა ამისა, დამატებითი სანქციები უნდა დაწესდეს რუსეთზე და აქტიური ქმედებები განხორციელდეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.
„მე სრულიად მესმის და პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ეს შეხედულება თქვენთვის იდეალური არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სანდოა და მოკლევადიან პერსპექტივაში საუკეთესო შესაძლო სცენარი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.