თამთა მეგრელიშვილი: გვარამიაზე რა შეიძლება ვთქვა – ორღობის ქალები რომ ჭორაობას დაიწყებენ და მეზობლებს ამბებს უგონებენ, მაგ დონეზეა დასული
“არ დამეზარა და ნიკა გვარამიას გუშინდელი ეთერი სრულად ვნახე. მაინტერესებდა, ისევ მორალური და პოლიტიკური დეგრადაციის ფსკერზე იმყოფება ოპოზიცია თუ ამდენი გაკვეთილისგან რაიმე ისწავლა,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მეგრელიშვილის თქმით, გვარამია “არც იქამდე წყვეტდა ვარსკვლავებს”, მაგრამ დამსახურებულ სასჯელს სულ გაუშიშვლებია.
„არ დამეზარა და ნიკა გვარამიას გუშინდელი ეთერი სრულად ვნახე.
მაინტერესებდა, ისევ მორალური და პოლიტიკური დეგრადაციის ფსკერზე იმყოფება ოპოზიცია თუ ამდენი გაკვეთილისგან რაიმე ისწავლა.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ არათუ ისევ იმ ფსკერზე არიან, უფრო ჩაუხევიათ და ქვევიდან აფხაჭუნებენ.
ნიკა გვარამიაზე რა შეიძლება ვთქვა – ორღობის ქალები რომ ჭორაობას დაიწყებენ და მეზობლებს ამბებს უგონებენ, მაგ დონეზეა დასული.
არც იქამდე წყვეტდა ვარსკვლავებს, მაგრამ დამსახურებულ სასჯელს სულ მთლად გაუშიშვლებია…“ – წერს მეგრელიშვილი.