სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალი პრემიერისთვის ემზადება

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალი პრემიერისთვის ემზადება.
თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლი „აღთქმული სანაპირო“ ალექსანდრე ქანთარიას მიერ ტენესი უილიამსის ცნობილი „ტრამვაი სახელად სურვილის“ ადაპტაციაა.
„12 თებერვალს  პირველი სამაგიდო რეპეტიცია გაიმართა.
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: ლილი ხურითი, ნანა ხურითი, როლანდ ოქროპირიძე, ქრისტინე ჩხიკვაძე, დავით ბერაძე და ბექა ქავთარაძე.
წარმატებას ვუსურვებთ შემოქმედებით გუნდს, ხოლო მაყურებელს არა ერთ სიახლეს ვპირდებით“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები