დიპლომატი: აშშ მზადაა, სომხეთში თავდაცვის რეფორმებს მხარი დაუჭიროს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, სომხეთთან თავდაცვის სექტორში თანამშრომლობა განავითაროს, ასევე ქვეყანას ამ სფეროში, რეფორმების პროცესში, მხარდაჭერა გაუწიოს.

ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთში, დევიდ ალენმა, რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მხარეებმა განიხილეს სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის საკითხები თავდაცვისა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს განათლების, პერსონალის მომზადების, სასწავლო წვრთნების, გამოცდილების გაცვლისა და პროფესიული კონსულტაციების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები