პესკოვი: უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართება

რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჟენევაში გაიმართება.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.

„უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ასევე სამმხრივ რუსეთ-ამერიკისა და უკრაინის ფორმატში 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

როგორც Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მომავალ მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, გარკვეული პროგრესი იქნება მიღწეული.

Politico ასევე იუწყება, რომ აშშ-მა უკრაინას ნათლად განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას მანამ არ დათანხმდება, სანამ კიევი და მოსკოვი კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევენ. თუმცა, გამოცემის წყაროები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ცდილობს უსაფრთხოების გარანტიების კიევის წინააღმდეგ ბერკეტად გამოყენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები