აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს მოქმედება დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებებში, რათა მის ქვეყანაში ომი დასრულდეს.
„რუსეთს გარიგების დადება სურს და ზელენსკის მოუწევს მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან. მან მოქმედება უნდა დაიწყოს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის დატოვებისას.
აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირები ჟენევაში მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გამართავენ.