ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე თავისუფალი პროგრამით იასპარეზა

მილანის 2026 წლის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის ინდივიდუალური ასპარეზობები მიმდინარეობს.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მაყურებლების წინაშე თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე წარდგა; მან მსაჯებისგან 175,16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 260,27 ქულა დააგროვა, რაც ამ ეტაპზე პირველი შედეგია. მანამდე სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა მოაგროვა.

მათივე ცნობით, 15 თებერვალს უკვე წყვილების მოკლე პროგრამით ყინულზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ.

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა კი ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავა,  რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში – რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები