„პოლონელი არქიტექტორები საქართველოში“ – პროექტის წარდგენა გაიმართა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების,ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში პროექტის – „პოლონელი არქიტექტორები საქართველოში“ წარდგენა გაიმართა.
ცენტრის ინფორმაციით, პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დავით ხოშტარიას ლექცია, რომელსაც ერთოდა ვრცელი ვიზუალური მასალა, როგორც ისტორიული ფოტოები და საარქივო დოკუმენტები, ისე თანამედროვე ფოტოები, გადაღებული ფოტოგრაფ იუსტინა მელნიკევიჩის მიერ.
შეხვედრამ წარმოაჩინა პოლონელი არქიტექტორების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს არქიტექტურულ ისტორიაში და ამ მემკვიდრეობის თანამედროვე კვლევითი პერსპექტივები.
პროექტის ინიციატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები