მიხეილ ყაველაშვილი: დიდი მადლობა ზორან მილანოვიჩს სტუმრობისთვის, იმედს გამოვთქვამთ, რომ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და საშუალება გვექნება ხორვატიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ

დიდი მადლობა ზორან მილანოვიჩს და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.

„დღეს დასრულდა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩისა და მისი მეუღლის, სანია მუსიჩ მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ ბატონი ზორანის და ქალბატონი სანიას გაცნობით და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და საშუალება გვექნება ხორვატიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები