ნიკოლოზ მეტრეველი – ბექა ოდიშარიას მიმართ აქტივისტის რეპლიკაზე: ოპოზიციის ასეთი მოქმედების გამო, არცერთი ნორმალური ადამიანი აქციებზე აღარ დგას და საზოგადოების უდიდესი ნაწილი იაზრებს, რომ საქართველოში მშვიდობის და განვითარების გარანტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია
ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მიერ ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ ფრაზას – „ მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“.
მეტრეველის განცხადებით, რადიკალების მიერ ჩადენილი ქმედება კარგად ხსნის ორ ჭეშმარიტებას: პირველი ის, რომ ოპოზიციას მსგავსი ქმედებების გამო არცერთი ნორმალური ადამიანი აქციაზე აღარ დგას და მეორე, საქართველოში მშვიდობის და განვითარების ერთადერთი გარანტი მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია.
„ბექა ოდიშარიას მიმართ, რომელიღაც მანიაკი ოპოზიციონერის მიერ ნასროლი უკადრებელი ფრაზა, ყველაზე კარგად ხსნის ორ მარტივ ჭეშმარიტებას:
1. ოპოზიციის და მათი აქტივისტების ასეთი მოქმედების გამო არცერთი ნორმალური ადამიანი აქციებზე აღარ დგას, რადგან მსგავსი ტიპაჟების გვერდით დგომა არამარტო ამორალურია, არამედ უკვე დანაშაულის ტოლფასიც გახდა.
2. ყოვლად ზნედაცემული, აგენტებით დაკომპლექტებული ოპოზიციის შემყურე, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მკაფიოდ იაზრებს, რომ საქართველოში მშვიდობის და განვითარების ერთადერთი გარანტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.