დავით ქართველიშვილი: აშშ-ის მმართველობის სისტემა არაა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურები, არამედ მდგრადი ქსელია – მისი „გატეხვის“ თუ “დამარცხების” მცდელობა ზემოდან ყოველთვის მთავრდება მმართველ ბერკეტებზე წვდომის ხელახალი განაწილებით და არა – მათი განადგურებით
“მივესალმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ ეპისტოლარულ განმარტებას, რასთან გვაქვს საქმე და სადაა გამიჯნული მწარე რეალობა და სახიფათო ილუზიები. საუბარი მიდის დონალდ ტრამპის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებაზე – “დაამარცხოს” deep state. სისტემის „დამარცხება“, როცა თავად ხარ მისი მწვერვალი, შეუძლებელია: საკადრო-ბიუროკრატიული ბირთვი (deep state) ადაპტირებადია, ის არ ინგრევა – შესაძლებელია მხოლოდ მისი რებრენდინგი, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ლიდერებს საკუთარი მართვის კონტურებში რთავს”, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-ის მმართველობის სისტემა – ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურები, არამედ მდგრადი ქსელია: კადრები, ინსტიტუტები, ბიუჯეტური ნაკადები, კონტრაქტორები, არასამთავრობო გამტარები და მედიაპლატფორმები. “მისი „გატეხვის“ თუ “დამარცხების” მცდელობა ზემოდან ყოველთვის მთავრდება მმართველ ბერკეტებზე წვდომის ხელახალი განაწილებით და არა მათი განადგურებით”.
„მივესალმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ ეპისტოლარულ განმარტებას, რასთან გვაქვს საქმე და სადაა გამიჯნული მწარე რეალობა და სახიფათო ილუზიები. საუბარი მიდის დონალდ ტრამპის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებაზე – “დაამარცხოს” deep state. სისტემის „დამარცხება“, როცა თავად ხარ მისი მწვერვალი, შეუძლებელია: საკადრო-ბიუროკრატიული ბირთვი (deep state) ადაპტირებადია, ის არ ინგრევა – შესაძლებელია მხოლოდ მისი რებრენდინგი, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ლიდერებს საკუთარი მართვის კონტურებში რთავს.
“ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა”, ბრძანებს მათეს სახარება. რიტორიკა სისტემის „დემონტაჟზე“ ემსახურება მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზაციას და უფლებამოსილებების ხელახალ განაწილებას, და არა “დიფ სთეიტის” ლიკვიდაციას. ვაშინგტონის გეოპოლიტიკური დიდი სვლა – რესურსის დახარჯვა არა ღია „ომზე დიფ სთეიტთან“ შიგნით, არამედ გარე კავშირების გაფართოება: ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში – კონკურენტების შესაკავებლად და ლოგისტიკისა და მინერალების გადანაწილებისთვის.
საქართველოს შემთხვევაში, თეთრი სახლის საჯარო „დუმილი“ ჩვენთან აღიქმება, როგორც დემონსტრაციული დისტანცირება. ამაზე პირდაპირ წერია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილში დონალდ ტრამპისადმი: „თქვენი ადმინისტრაცია სათანადო ყურადღებას არ აქცევს საქართველოს… მის ნაცვლად საქართველოში მოქმედებს “deep state” USAID/NED-ისა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით“. ამავდროულად, აშშ-ში იხვეწება საქართველოზე ხისტი ზეწოლის ინსტრუმენტები (MEGOBARI Act სანქციური „შერჩევითი სელექციურობით“ კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ) – ეს კი ქმნის ახალ ფონს საქართველოზე გარე და შიდა ზეწოლის შემდგომი გაძლიერებისთვის.
მოკლევადიან პერსპექტივაზე გათვლით, პროგნოზი ფრთხილი და შესაძლოა, არა დამაიმედებელია: შეტევები და მცდელობები „გატეხონ“ საქართველოს სუვერენიტეტი მომდევნო თვეებში მხოლოდ გაძლიერდება – „რეფორმების“ აუცილებლობის, „ადამიანის უფლებების“ დაცვის, „ლოგისტიკური მოდერნიზაციის“ და „სამშვიდობო ინიციატივების“ დროშის ქვეშ სამხრეთ კავკასიაში, სადაც ვაშინგტონი აქტიურად აწყობს საკუთარი გავლენის რეკონსტრუირებას.
აშშ-ის მმართველობის სისტემა – ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურები, არამედ მდგრადი ქსელია: კადრები, ინსტიტუტები, ბიუჯეტური ნაკადები, კონტრაქტორები, არასამთავრობო გამტარები და მედიაპლატფორმები. მისი „გატეხვის“ თუ “დამარცხების” მცდელობა ზემოდან ყოველთვის მთავრდება მმართველ ბერკეტებზე წვდომის ხელახალი განაწილებით და არა მათი განადგურებით.
რეინკარნირებულ ბიბლიურ “გოლიათთან” ბრძოლას დღეს იგივე “ყმაწვილი დავითი” თუ შეძლებს, რომელსაც სუვერენული, იდენტური, ტრადიციული და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული საქართველო წარმოადგენს – ასეთი ოპონენტი კი დღეს “გოლიათის” მოქმედი მმართველი “ოპერატორის”, ტრამპისთვისაც, უხერხული და სახიფათოა. ამიტომ ჩვენი დასუსტების, “გაროზგვის” და დამონების პოლიტიკა დიდი ალბათობით გაგრძელდება. ცვლის თუ არა ეს ჩვენი გადარჩენის და გაძლიერების გზაზე რამეს? არაფერს!“, – წერს ქართველიშვილი.