ლევან ნიკოლეიშვილი: დავიჯერო, აშშ-ის ადმინისტრაციაში არავინ აღმოჩნდა ისეთი პატიოსანი და გონიერი ჩინოვნიკი, ვინც იფიქრებდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობისთვის აუცილებელია პირდაპირი დიალოგი?! ჩნდება ეჭვი, რომ ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან, ხელისუფლების შეცვლის იმედით

“დავიჯერო აშშ-ის პრეზიდენტის აპარატსა თუ ადმინისტრაციაში არავინ არ აღმოჩნდა ისეთი პატიოსანი და გონიერი ჩინოვნიკი, რომელმაც ამ შეთავაზებების შემდეგ უბრალოდ არ დასვა საკითხი, დროა სამხრეთ კავკასიის მარგალიტსა და სტრატეგიულ-გეოგრაფიულად უმნიშვნელოვანეს საქართველოს ხელისუფლებას შევხვდეთ და მათთან ერთად თუნდაც სადავო საკითხები განვიხილოთო?! არ მჯერა, უბრალოდ, უფრო და უფრო ჩნდება სხვა ეჭვები, რაღაცის მოლოდინის რეჟიმში არიან, ამ რაღაცას კი წინა ადმინისტრაციისა და USAID-ის გაფლანგული მილიონების მიუხედავად, ხელისუფლების ვერ შეცვლის გულისტკივილი ჰქვია, რასაც ვიღაცა ამჯერად “დიფ სთეითის“ ევროპული წარმომადგენლობის მეშვეობით ცდილობს, “- ასე ეხმაურება, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ურთიერთობისას ყველას ავიწყდება ან არაფრად არ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამონება შეუძლებელია, მით უფრო იმ პირობებში როდესაც ხელისუფალი და ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა სწორედ რომ საკუთარი ქვეყნისა და მისი ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე დგას.

„ძნელია არ დაეთანხმო ფილოსოფოსს ზაზა შათირიშვილს, რომელიც ტრადიციულად სამართლიან მხილებასა და მართლაც გააზრებულ ანალიზს გვთავაზობს. როდესაც „დიფ სთეითზე“ ჩამოვარდება საუბარი, როგორც წესი ევროპელები, მათი ელჩები და პატრონაჟის ქვეშ მყოფი აქაური ოპოზიცია, არასამთავრობოები, მედია საშუალებები გაკვირვებითა და დამცინავი ღიმილით მხრებს იჩეჩენ, აბა სად არის „ დიფ სთეითი,“ ასეთი რამ არც ვიცით და გაგვიგონია. სულ სხვა სურათს ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღე არ გავა და ხან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხან ვიცე-პრეზიდენტი ჯი დი ვენსი, ხანაც სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო ერთმანეთის მიყოლებით გვიამბობენ აგერ „დიფ სთეითს“ ვებრძვით, აგერ USAID დავხურეთ, აგერ თურმე ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ფული სხვა ქვეყნებში ათას სისულელეს, აბსურდს და რაც მთავარია რევოლუციების დაფინანსებას ხმარდებოდაო. შესაბამისად ჩნდება ლოგიკური კითხვა, სხვას რას ამბობს თავის წერილში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი? უფრო მეტიც ჯერ საქართველოს პრემიერის, ახლა კი უკვე პრეზიდენტის მხრიდან მერამდენედ მიიღო ამერიკულ მხარემ შეთავაზება, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, მაგრამ პასუხი არ ჩანს. დავიჯერო აშშ-ს პრეზიდენტის აპარატსა თუ ადმინისტრაციაში არავინ არ აღმოჩნდა ისეთი პატიოსანი და გონიერი ჩინოვნიკი, რომელმაც ამ შეთავაზებების შემდეგ უბრალოდ არ დასვა საკითხი, დროა სამხრეთ კავკასიის მარგალიტსა და სტრატეგიულ-გეოგრაფიულად უმნიშვნელოვანეს საქართველოს ხელისუფლებას შევხვდეთ და მათთან ერთად თუნდაც სადავო საკითხები განვიხილოთო?! არ მჯერა, უბრალოდ უფრო და უფრო ჩნდება სხვა ეჭვები, რაღაცის მოლოდინის რეჟიმში არიან, ამ რაღაცას კი წინა ადმინისტრაციისა და USAID-ის გაფლანგული მილიონების მიუხედავად ხელისუფლების ვერ შეცვლის გულისტკივილი ჰქვია, რასაც ვიღაცა ამჯერად “დიფ სთეითის“ ევროპული წარმომადგენლობის მეშვეობით ცდილობს. ის ვიღაცა ფიქრობს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, მათთან ურთიერთობის საკითხი თანაბარუფლებიანობის, კი არა ვასლისა და მონის პირობებში იქნება მოაზრებული. ასეთი მიდგომა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობაში ისტორიულად ყოველთვის მტერთან, მის გადამყლაპავთან ჰქონდა საქმე, სამწუხაროდ ჩვენს გადაყლაპვას არა, მაგრამ მიწების წართმევას ყველა ახერხებდა, საქართველო კი თავის ენით, კულტურით, თვითმყოფადობით ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება. ერთიცაა, ამ ქვეყანასთან ურთიერთობისას ყველას ავიწყდება ან არაფრად არ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამონება შეუძლებელია, მით უფრო იმ პირობებში როდესაც ხელისუფალიც და ხალხის დიდი უმრავლესობა სწორედ რომ საკუთარი ქვეყნისა და მისი ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე დგას.“ – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები