გია აბაშიძე: საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული, მარგინალი ნაცრადიკალების ე.წ. “დანოსების” მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას
“დოლარმადიდებელი” ჯო ვილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა -“შაბაშია” ახალი ე.წ. მოწმეებით – უსამშობლოები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და საქართველოსთვის ნატოს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი,” – ამის შესახებ, ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაქვეყნა და თურმე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება.
„”დოლარმადიდებელი” ჯო ვილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა -“შაბაშია” ახალი ე.წ. მოწმეებით – უსამშობლოები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და საქართველოსთვის ნატო-ს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი.
ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაქვეყნა და თურმე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება.
ამას უტიფრად გველაპარაკებიან ვაშინგტონიდან, როცა 2024 წლის მონაცემებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონლით ვაჭრობის მთლიანი მოცულობა (ექსპორტი + იმპორტი) დაახლოებით 582 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული და ეს მრავალჯერ თქვა ოფიციალურმა თბილისმა. მარგინალი ნაცრადიკალების ე.წ. “დანოსების” მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას. საქართველოს ხელისუფლება მოთმინების რეჟიმშია.“ – წერს აბაშიძე.