ნინო ფოჩხუა: მიეცათ სალაპარაკო ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილებს; სანამ დაწერთ, რომ რუსთაველზე ერთ-ერთი დაკავებული “ოცნების” მიერ საკრებულოში წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილია, მანამდე იქნებ გაგერკვიათ, არიან კი ურთიერთობაში – გოგონა ავადაა და ამას ეს მანქურთები სათავისოდ იყენებენ
“აბა, არიქა, მიეცათ სალაპარაკო ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილებს. სანამ იმას დაწერთ, რომ რუსთაველზე ერთ-ერთი დაკავებული, კერძოდ ვინმე ანუკი ჩრდილელი “ოცნების” მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილია, მანამდე იქნებ გაგერკვიათ არიან კი ურთიერთობაში მამა-შვილი, 22 წელია, გადაკვეთა არ ჰქონიათ მათ”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
ფოჩხუას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ანუკი ჩრდილელის ავადმყოფობას სათავისოდ იყენებენ.
“აბა არიქა, მიეცათ სალაპარაკო ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილებს. სანამ იმას დაწერთ, რომ რუსთაველზე ერთ-ერთი დაკავებული, კერძოდ ვინმე ანუკი ჩრდილელი ოცნების მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილია, მანამდე იქნებ გაგერკვიათ არიან კი ურთიერთობაში მამა-შვილი, 22 წელია გადაკვეთა არ ჰქონიათ მათ, მიუხედავად ამისა ოთარი თურქეთის და ისრაელის ფსიქიატრიულ კლინიკებში მის მკურნალობას თვეობით უზრუნველყოფდა. წელიწადში ორჯერ კი თბილისშიც მკურნალობს ანუკი, რაც ადვილი გადასამოწმებელია. გოგონა ავადაა და ამას ეს მანქურთები სათავისოდ იყენებენ. მარტო ეს გოგონა რომ იყოს მათი გამოყენების ობიექტი, ეს არაფერი იქნებოდა, მე როგორც ვუყურებ რუსთაველზე ზოგიერთი ახალგაზრდის ქცევას, არ არიან ჯანმრთელნი და უნდა რცხვენოდეთ აქციის ორგანიზატორებს ავადმყოფი ადამიანების ექსპლუატაციის”, – წერს ფოჩხუა.