შალვა პაპუაშვილი მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მანანა მენაბდე იყო მუსიკოსი, რომლის გამორჩეულმა სტილმა და შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის კულტურულ მეხსიერებაში. მან ღირსეულად განაგრძო დები იშხნელების ოჯახის უნიკალური მუსიკალური ტრადიციები.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება უყვარს”, – წერს პაპუაშვილი.