ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭვირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მათ “აღშფოთება – შეშფოთებას” საზღვარი არ აქვს, რაზედაც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს.“
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ ან არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭვირვალობას მალავს, ამით კანონს არღვევს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის.
„არასამთავრობოების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედოთ. ცხადია, მათ “აღშფოთება-შეშფოთებას” საზღვარი არ აქვს, რაზედაც საზღვარგეთიდანაც უნდა ველოდოთ პროტესტს ( მანამდე ესენი “იპროტესტებენ” აქ). თუ ვინმე ისეთია ვინც ვერ/არ ხვდება ყადაღის მიზეზს, ძალიან მარტივად უნდა შევახსენოთ: ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს ( ამით კი კანონს არღვევს) და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის. რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, ის როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.