დათო კოდუა – სტუდენტებს: ჩვენ შევქმნით მაქსიმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ დაბრუნდეთ ზუგდიდში და მიღებული განათლება ამ მუნიციპალიტეტს და მის მომავალს მოახმაროთ
„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დათო კოდუა პირველკურსელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.
„ყველა პირველკურსელს ვულოცავ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას – სტუდენტობას.
წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ წლებს გისურვებთ.
მჯერა, თქვენი სახით არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა შეემატება ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას.
ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებს! ჩვენ შევქმნით მაქსიმალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ზუგდიდში და მიღებული განათლება, გამოცდილება ამ მუნიციპალიტეტს და მის მომავალს მოახმარონ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ზუგდიდისა და საქართველოს საკეთილდღეოდ!” – წერს დათო კოდუა.