“არ მესმის, რატომ ვერ ხვდება ხალხი, განსაკუთრებით “დიფ სთეითი”, რომ ქართველი ადამიანის ხასიათი არის ასეთი – ის არ დათმობს ტრადიციებს, თავის ქვეყნის სუვერენიტეტს არაფერზე” – მაჭარაშვილი

“მე არ მესმის, რატომ ვერ ხვდება ეს ხალხი იმას, განსაკუთრებით “დიფ სთეითი”, გნებავთ ადგილობრივი, გნებავთ უცხოური, რომ ქართველი ადამიანის ხასიათი არის ისეთი, რომ ის არ დათმობს ტრადიციებს, თავის ქვეყნის სუვერენიტეტს არაფერზე საერთოდ”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“პოლიტიკურ მომხრე-არ მომხრეობაზეც არ არის საუბარი, რეალურად ამ შეთავაზებით, რომ ეს ორი კანონი გააუქმეთ თორემ ვიზალიბერალიზაციას შეგიჩერებთ, პირიქით რეაქცია აქვს ამას ყოველთვის – ადამიანებს თუ დაავიწყებ წარსულს, მერე ადვილია მისი მართვა, ეს არის მათი მიზანი. გამომდინარე აქედან, ამ შემთხვევაში ამას ვერ მოახერხებენ, იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიას არ იცნობენ”, – აცხადებს  მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები