“ჩვენი საზოგადოება, როგორც ამას 2012 წლიდან აკეთებდა, ამ არჩევნებზეც “ქართულ ოცნებას” დაუჭერს სრულად მხარს” – დავით მათიკაშვილი

“ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი საზოგადოება, როგორც ამას 2012 წლიდან აკეთებდა, ამ არჩევნებზეც “ქართულ ოცნებას” დაუჭერს სრულად მხარს და ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში დავამარცხებთ რადიკალებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, ოპოზიციაში არის სრული გაუგებრობა და განხეთქილება.

“ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ ვერც კანდიდატებზე, ვერ გაერკვნენ ვერც პოლიტიკურ მდგენელში. რაც მათ აერთიანებთ, ეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. ამიტომ, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი და სიახლე ჩვენი ქვეყნისთვის ის ფაქტი, რომ ეს ძალები კიდევ ერთხელ დამარცხდებიან ქართველ ხალხთან და “ქართულ ოცნებასთან”, – განმარტავს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები