“ჩვენი ოპონენტები არ ამბობენ იმას, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება” – გია ვოლსკი

“ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოპონენტები არ ამბობენ იმას, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, თუ ამბობენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოება მოატყუონ და აღარ ტყუვდება ეს ხალხი და ვერ მიხვდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით ის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პლებისციტის იდეას მოიაზრებს, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად.

„ისედაც, როდესაც „ქართული ოცნება“ გადის არჩევნებზე, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაცია საინტერესოა და, ამავე დროს, იმ კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმყოფადობის დაცვა, რომელიც ახასიათებს და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიმბოლო. ეს არის ჩვენი ხელწერა, სტაბილურობის შენარჩუნება, ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება და თვითმყოფადობის დაცვა. როდესაც „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევ და მხარს უჭერ, ნიშნავს, რომ შენ ამ პრინციპებს უჭერ მხარს. რომ არა საზოგადოების მხრიდან ამ პრინციპების მხარდაჭერა, მაშინ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნებოდა. იქნებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვა მიმართულებას ავითარებს – ევროინტეგრაცია ყველაფრის ფასად. ბნელი აზრები აქვთ – დესტაბილიზაცია და ისეთ პროცესებში ჩართვა, რომელიც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია და საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის გასაგებია, უფრო ახლოს არის და აქედან გამომდინარე ვიგებთ არჩევნებს მერამდენე წელია. მე ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს. არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი”, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები