ირაკლი ქადაგიშვილი – ვიზალიბერალიზაციის საკითხზე: როცა მოთხოვნა უსამართლობაზეა დამყარებული, ამას ხანგრძლივი და განგრძობითი შედეგი არ ექნება

როცა მოთხოვნა უსამართლობაზეა დამყარებული, რა თქმა უნდა, ამას ხანგრძლივი და განგრძობითი შედეგი არ ექნება, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი თავის პოზიციაზე მყარად დგას.

„როცა მოთხოვნა უსამართლობაზეა დამყარებული, რა თქმა უნდა, ამას ხანგრძლივი და განგრძობითი შედეგი არ ექნება. ვფიქრობ, ეს ამ პერიოდში პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის გამოიყენებოდა და ალბათ, გარემოებები ისე შეიცვლება, რომ ამ შანტაჟის აზრიც საბოლოო ჯამში, დაიკარგება. ასე, რომ ჩვენ ამ ჩვენს პოზიციაზე მყარად ვდგავართ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პოზიცია საქართველოს, საბოლოო ჯამში, ყველა მიმართულებით წარმატებას მოუტანს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონები ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში არ მოდის და ხელისუფლებისგან აღნიშნული კანონების გაუქმებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები