ზაქარია წიკლაური: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით – ჩემს ძვირფას უბანს

,,ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით – ჩემს ძვირფას უბანს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია წიკლაური წერს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს და თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ბატონ სოზარ სუბარს მხარდაჭერისა და მუდმივად გვერდში დგომისთვის.

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მქონდეს შესაძლებლობა, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს დედაქალაქს და განსაკუთრებით – ჩემს ძვირფას უბანს. საამაყოა იყო იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა“,- წერს წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები