ნინო წილოსანი: „ლელოსა“ და გახარიას პარტია საკუთარ ამომრჩეველს უმტკიცებდნენ, რომ ამ ქვეყნის გადასარჩენად იყვნენ პოლიტიკაში და იბრძოდნენ, თუმცა ალბათ, სწორედ მათი ამომრჩეველი ხედავს ყველაზე კარგად, რისთვის იბრძვიან ერთმანეთში

,,მოტივი არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება და იმ მავნებლური თუ კერძო ინტერესების პოლიტიკის გატარება, რომელიც ამ ადამიანებისგან არაერთხელ გვინახავს”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს ორი პარტია და მისი ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს უმტკიცებდნენ, რომ ამ ქვეყნის გადასარჩენად იყვნენ პოლიტიკაში და იბრძოდნენ, თუმცა ალბათ, სწორედ მათი ამომრჩეველი ხედავს ყველაზე კარგად, რისთვის იბრძვიან ერთმანეთში, როდესაც ელემენტარულად, კადრებთან მიმართებითაც ვერ თანხმდებიან. რა თქმა უნდა, ნათლად ჩანს, რა არის მათი ძირითადი მოტივი – მოტივი არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება და იმ მავნებლური თუ კერძო ინტერესების პოლიტიკის გატარება, რომელიც ამ ადამიანებისგან არაერთხელ გვინახავს“, – აღნიშნავს წილოსანი.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ლელო საქართველოსთვის“, თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, რასაც გიორგი გახარია არ ეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები