გიორგი დოხტურიშვილი: დიდი პატივი და შესაძლებლობაა – ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს, სამგორის რაიონს და ჩვენს უბანს – მესამე მასივს, სადაც გავიზარდე

,,დიდი პატივი და შესაძლებლობაა – ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს, სამგორის რაიონს და ჩვენს უბანს მესამე მასივს, სადაც დავიბადე და გავიზარდე”, – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი დოხტურიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ,,ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” და პირადად კახი კალაძეს, გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს და თითოეულ ადამიანს თანადგომისთვის.

გამოწვევებთან ერთად წინ ბევრი გამარჯვება გველოდება, რომელსაც ერთად აუცილებლად მივაღწევთ!“, – წერს დოხტურიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები