შოთა ქევხიშვილი: ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, წარდგენილი ვიყო დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად საკრებულოში
,,თქვენი მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ, მეტი სიკეთე მოვუტანოთ ჩვენს უბანს და მის თითოეულ ეზოს მეტი სიცოცხლე შევძინოთ!”,- ამის შესახებ დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ქევხიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობას უხდის.
„მოგესალმებით ძვირფასო დიღმის მასიველებო! ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, წარდგენილი ვიყო დიდუბის რაიონის (დიღმის მასივის) მაჟორიტარობის კანდიდატად დედაქალაქის საკრებულოში! მადლობას ვუხდი მმართველ გუნდსა და ბატონ კახა კალაძეს ნდობისა და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის!
თქვენი მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ, მეტი სიკეთე მოვუტანოთ ჩვენს უბანს და მის თითოეულ ეზოს მეტი სიცოცხლე შევძინოთ!
მშვიდობა საქართველოს! მეტი სიკეთე თბილისს!“, – წერს ქევხიშვილი.