ლევან მაჭავარიანი: პარიზის საარბიტრაჟოს რომ დაეკმაყოფილებინა ხაზარაძის მოთხოვნა, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი

,,მას იმგვარად ჰქონდა პარიზის საარბიტრაჟოში სარჩელი შეტანილი, მისი მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდა მილიარდ ნახევარი დოლარი. ამ ყველაფრის ფონზე ის მაინც აგრძელებს იგივე რიტორიკას”,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მაჭავარიანი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ სხვა საარბიტრაჟოში გაასაჩივრონ ეს ყველაფერი, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტი ფული დააკისრონ გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე აცხადებს:„ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები