გიორგი ვოლსკი: მოგონილი საკითხია, თითქოსდა ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება კანონი გამჭვირვალობის შესახებ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციას გამოეხმაურა.

„მუქარა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ თემებთან. ეს მოგონილი საკითხია, რომ თითქოსდა ევროპულ ფასეულობებს, ან ევროპულ პრინციპებს და სტანდარტებს ეწინააღმდეგება კანონი გამჭვირვალობის შესახებ. ეს სრული აბსურდია. ლგბტ პროპაგანდის თემაც არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ჯგუფის უმცირესობის ჩაგვრა არის გათვალისწინებული ამ კანონში, პირიქით კანონები არსებობს, რომელიც ყველას იცავს. აქედან უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს შანტაჟია“, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს – წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები