ლევან მაჭავარიანი: ბატონი სეფაშვილი, ბატონი ელისაშვილი და ა.შ. – ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენონ საერთო კანდიდატად, ვინაიდან ძალიან ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაგვემარჯვებინა
,,ბატონი სეფაშვილი, ბატონი ელისაშვილი და ა.შ. – ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენონ საერთო კანდიდატად, ვინაიდან ძალიან ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაგვემარჯვებინა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
,,დაპირისპირება არის ამ პარტიის წევრებს შორის. კი, რა თქმა უნდა ისინი ერთი ვერტიკალიდან იმართებიან, თუმცა ყველა სურს, რომ ამ გარე ძალების ფავორიტი იყოს.
რა ინფორმაციებიც გამოდის მათი პარტიებიდან კანდიდატებზე – ბატონი სეფაშვილი, იგივე ბატონი ელისაშვილი და ასე შემდეგ – ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენონ საერთო კანდიდატად, ვინაიდან ძალიან ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაგვემარჯვებინა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ლელო საქართველოსთვის“, თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, რასაც გიორგი გახარია არ ეთანხმება.