პაპუნა კერესელიძე – რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ესპერიმენტზე: საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას, რომ აღადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების სრული სურათი
“შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტების თბილისის პროკურატურის გამომძიებლებისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა ის გარემოებები, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, დაადასტურა გამოძიების მიწოდებული ინფორმაცია და გამოთქვა მზადყოფნა გამოძიებასთან შემდგომი თანამშრომლობის”, – ამის შესახებ თბილისის პროკურატურის უფროსმა გამომძიებელმა, პაპუნა კერესელიძემ განაცხადა.
„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას, რომ დაადგინოს, როგორც კონკრეტულ დაზარალებულთან მიმართებით, აგრეთვე აღადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების სრული სურათი“, – აღნიშნა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტი გრძელდება.