დავით მათიკაშვილი: ერთადერთი, რაც „ლელოს” და გახარიას პარტიას აერთიანებთ, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია
,,ერთადერთი, რაც „ლელოს” და გახარიას პარტიას აერთიანებთ, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია”,- ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ.
მისივე თქმით, რადიკალებს არჩევნებზე ნულოვანი შანსი აქვთ.
„რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან. იციან, რამეთუ ვერც შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე. დღეს იკრიბებიან უცხოეთში, სურვილი აქვთ, რომ იმსჯელონ ამ საკითხებზე და ვინ? გიორგი გახარია, რომელიც გაქცევითა და ღალატით არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ერთ განშტოებას. მეორე მხრივ, „ლელო” თაღლითების და „ნაცმოძრაობასთან” არსით დაკავშირებული პირების პარტია. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ – რა აერთიანებთ ამ ძალებს? საკუთარი ქვეყნის სიძულვილი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.