დავით ქართველიშვილი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: სააკაშვილის ბედზე კომფორტულ კლინიკაში ზელენსკიმ არც იოცნებოს…

„მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები „პატიმროვიჩს”. იმ პერსპექტივის არ მჯერა უბრალოდ, რომ კომფორტული ხუთვარსკვლავიანი კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსებენ. მის შემთხვევაში ეს ფუფუნება გამორიცხულია. ისეთი ფატალურად სახიფათო „წითელი ხაზები” გადაკვეთა, რის შემდეგ გადარჩენის შანსი როგორც წესი აღარ რჩება არც წუთისოფელში და არც ზეცაში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც უკრაინელი პოლიტიკოსის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად ის ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ბედს უწინასწარმეტყველებს.

დავით ქართველიშვილი, სააკაშვილის და ზელენსკის მმართველობას შორის პარალელებს ავლებს და იმ გადაკვეთის წერტილებზე საუბრობს, რაც მათ რეჟიმებს ახასიათებთ.

„მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები „პატიმროვიჩს”. იმ პერსპექტივის არ მჯერა უბრალოდ, რომ კომფორტული ხუთვარსკვლავიანი კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსებენ. მის შემთხვევაში ეს ფუფუნება გამორიცხულია. ისეთი ფატალურად სახიფათო „წითელი ხაზები” გადაკვეთა, რის შემდეგ გადარჩენის შანსი როგორც წესი აღარ რჩება არც წუთისოფელში და არც ზეცაში.

მან „მოახერხა” და „ბოთლიდან” ნაციზმის და ფაშიზმის „ჯინი” გამოუშვა, ხოლო მის ამ „ბოთლში” მოთავსების ძალებს: ისტორიულ მეხსიერებას, ომის ვეტერანებს თუ ძეგლებს ბრძოლა გამოუცხადა. მისი შემდეგი სამიზნე ამაზე უფრო სატანისტური გადაწყვეტილება იყო: ღვთისმშობლის მესამე წილხვდომილობასთან (კიევო-პეჩორას ლავრა) და ზოგადად, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ბრძოლა იყო, ხოლო „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ”, ბრძანებს სახარება.

არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო სინდიკატების დონეზე უპრეცედენტო კორუფცია მძვინვარებდა საკუთარი მოსახლეობის, მისი განადგურებული გენოფონდის ხარჯზე. ამიტომ, ამ ომში თითოეულ გამდიდრებას სისხლის მძაფრი სუნი ასდის. აქ კი ვეთანხმები „პატიმროვიჩს”. აგვისტოს ომის დროს, იმიტომაც არ არსებობდა არც მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, არც მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის სურვილი: „მეტი ტრუპი” ესაჭიროებოდა ბელადს და მეტი განადგურებული სოფელი თუ ქალაქი. შემდგომში, ქვეყნის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი მას აშკარად ეცოტავებოდა ასათვისებლად. მას, როგორც მინიმუმ 9 მილიარდის იმედი ჰქონდა. უკრაინის მიერ კი სისხლზე ათვისებულ მილიარდებთან შედარებით ესეც კი, მიზერულ თანხად გამოიყურება. ქვეყანაში კი, გრძელდება საზარბაზნე ხორცზე ნადირობა – ოცამდე მილიონი გარე თუ შიდა მიგრანტის ფონზე, ცოცხლად დარჩენილი უკრაინელი მამრების ფიზიკური განადგურების პოლიტიკა აკვიატებული ფსიქიატრიული აშლილობის ნიშნებს ატარებს. საგულდაგულოდ მალავენ ამ ომის მსხვერპლის რეალურ რაოდენობას, მაგრამ როგორც კი სიმართლე გაშიშვლდება, უკრაინელი ერის დემოგრაფიული კატასტროფა „ასობით ჩერნობილის” ეფექტს გადაფარავს.

2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ერთ ცალკეულ ქვეყანაში „ლუციფერის” პირდაპირი მმართველობა. ჯერ დაანახა, ხოლო შემდგომ დაამარცხა, რათა ამ საშინელ ექსპერიმენტს მიმბაძველი არ გასჩენოდა. მაგრამ 2013 წლის ნოემბერში სააკაშვილის „ავი სული” კიევში იმიტომაც გაემგზავრა, რომ ამჟამად უკვე უკრაინას გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონოდა. 9 ცხრა საკრალური წელიწადი ამყოფა მან საქართველო ჯოჯოხეთში და 9 ცხრა ფატალური წლით (2013-2022) უკრაინის ჯოჯოხეთს უწყობდა ხელს. შემდეგ განერიდა და ჯოჯოხეთის რეანიმირების მიზნით საქართველოში დაბრუნდა.

ჩვენგან განსხვავებით კი, სადაც პოსტ-სააკაშვილის ეპოქა ჰიბრიდული ომის ნიშნებს ატარებს, 9 წლის შემდეგ უკრაინაში ეს ექსპერიმენტი „ლაითი” ფორმით ვერ დასრულდა და მისი ყველაზე მწვავე და გამანადგურებელი ფაზა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. ამიტომ, სააკაშვილის ბედზე კომფორტულ კლინიკაში ზელენსკიმ არც იოცნებოს…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები