“დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომლებიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ” – დავით მათიკაშვილი

“დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომლებიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

„ევრობიუროკრატიის მხრიდან ქართველ ხალხზე ზეწოლა ხდება. მცდელობაა, მათ შეაცვლევინონ გადაწყვეტილება და არჩევნებზე მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურთ მათ და არა ქართველ ხალხს. ის საკანონმდებლო სივრცეები, რომელიც გახლავთ, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და, მეორე მხრივ, ოჯახის, არასრულწლოვანთა დაცვის გარანტი, მათი გაუქმების სანაცვლოდ მოხდეს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, უსაგნო და ის, რა თქმა უნდა, ვერ უპასუხებს ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის მოთხოვნებს. ასე რომ, დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ“, – განმარტა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები