“ოპოზიციას არ აინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობის ინტერესები, თვითმმართველობის არჩევნები, რადგან კანდიდატი ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ” – რიმა ბერაძე
“ოპოზიციას არ აინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობის ინტერესები, თვითმმართველობის არჩევნები, რადგან კანდიდატი ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ, პროგრამაც არ წარმოუდგენიათ და საერთოდ არ აინტერესებთ არჩევნების ბედი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რიმა ბერაძე აცხადებს.
“მათი მიზანია, რომ, როგორმე, ამ არჩევნებით ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. ცდილობენ და ფიქრობენ იმას, რომ მოიყვანენ ხელისუფლებაში ადამიანებს, რომლებიც გარედან იმართებიან და ზეწოლით, შანტაჟით, დესტაბილიზაციით გამოიწვევენ არეულობას ქვეყანაში“, – აღნიშნა ბერაძემ.