“ამომრჩეველმა უნდა თქვას, არის თუ არა მზად, შანტაჟის სანაცვლოდ, ხელისუფლებაში მოიყვანოს მათთვის მიუღებელი და ქვეყნის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები” – წილოსანი

“ამომრჩეველმა უნდა თქვას, არის თუ არა მზად, შანტაჟის სანაცვლოდ ხელისუფლებაში მოიყვანოს მათთვის მიუღებელი და ქვეყნის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები – ისეთი, როგორიც არის კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

აღნიშნულით ის „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ, ბრიუსელის პოზიციით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას უკავშირდება.

„რა სარგებელი ექნება ევროინსტიტუციებს, მათ წარმომადგენლებს, თუ საქართველოში ჩვენი ტრადიციები დაცული არ იქნება?! სწორედ ეს არის კითხვა, რომელზედაც ქართველმა ამომრჩეველმა თვითმმართველობის არჩევნების დროს პასუხი უნდა გასცეს და თქვას, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არის თუ არა მისაღები ფორმა და არის თუ არა მზად, შანტაჟის სანაცვლოდ ხელისუფლებაში მოიყვანოს მათთვის მიუღებელი და ქვეყნის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები – ისეთი, როგორიც არის კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“, – განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები