რუსეთმა ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთმა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, “სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით”.
ამის შესახებ განცხადებას, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, სასამართლომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის, ალეკო ელისაშვილის, წინააღმდეგ განაჩენი გამოეტანა. ის დაუსწრებლად დამნაშავედ ცნეს “რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაში, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს”.