ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა მუშაობა, იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, თუ რა საკითხები განიხილეს სხდომაზე.
„ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე, თუ რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმისთვის, რომ საქართველომ 2028 წლისთვის კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს ყოველწლიურად დაგეგმილ მოქმედებას და, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ყველა უწყების ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.