კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ევროკომისიამ, კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 70% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიცია დაიკავა. კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმედეოობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 18 სახელმწიფოს : იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროსს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, თურქეთს.
მსოფლიო ქვეყნების კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმედოობა შეფასდა 5 კრიტერიუმით: კანონის უზენაესობა; სასამართლოს ხარისხი; გამჭვირვალობა; მმართველობითი რეგულაციები. საქართველო კანონის უზენაესობით მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათეულში მოხვდა; სასამართლოს ხარისხით მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა. საქართველომ გამჭვირვალობით მსოფლიოში 12-ე პოზიცია დაიკავა, მმართველობითი რეგულაციებით კი 29 -ე ადგილზე გამწესდა.
ევროკომისიის ვებგვერდზე წარმოდგენილია საკითხის ასეთი განმარტება: „ეფექტური, თანმიმდევრული კანონები და საჯარო პოლიტიკა აუცილებელია კარგად ფუნქციური და აყვავებული ქვეყნისთვის. კანონები ადგენენ თამაშის წესებს სოციალური და ეკონომიკური საქმიანობისთვის. თანმიმდევრული, პრინციპული, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემა ქმნის ინვესტორების და საზოგადოების ნდობას. კარგ მთავრობებს ახასიათებთ ძლიერი პოლიტიკის შემუშავების პროცესები, რომლებიც დაბალანსებული, ინკლუზიური და ეფექტურია“.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.
ანგარიში ეყრდნობა გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/cggi/chandler-good-government-index
https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები